14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ თარიღს საქართველო მეთორმეტედ აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას ეხამაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. „ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“ - წერს პაპუაშვილი