ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან 100 დღე გავიდა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ, სამხედროებმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. დასავლეთ სანაპიროზე თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალების ერთმა ჯარისკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მიცრე 1 200 ისრაელელი და 23 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.