უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ კიევში ჩასვლისას განაცხადა.
„კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.
ცნობისთვის, სეჟორნემ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, კატრინ კოლონა ხუთშაბათს შეცვალა.