წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს - Palitra News

წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს

2024-01-13 16:40:26+04:00

წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი.

ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა.