საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.
„სტეფან სეჟორნე, თავისი პირველი მოგზაურობით, კიევში ჩავიდა, რათა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და მისი მოკავშირეებისა და მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).