რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და დრონი გაუშვეს, უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„ნათელია, რომ რუსული „გამორჩეული“ რაკეტები სულ უფრო და უფრო უარესდება და ღმერთმა იცის, სად მიფრინავს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ფხიზლად იყავით და განგაშის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 13 იანვრის ღამეს, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ საკრუიზო, საავიაციო, ბალისტიკური, საზენიტო მართვადი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რომელთაგან 8 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.