დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, ბიპი საქართველოსა და British Council Georgia -ს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ბიპი-ს ვიცეპრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში ბახტიარ ასლანბაილიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა გადასცეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ საერთაშორისო ვიზიტორებთან, შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უცხო ენების ცოდნის მიმართულებით. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სააგენტო აღნიშნული მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.