ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია . ასევე შეზღუდვა მოქმედებს, ფარავნის უღელტეხილზე, სადაც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მოხდა.