დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - Palitra News

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

2024-01-13 12:04:47+04:00

ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია . ასევე შეზღუდვა მოქმედებს, ფარავნის უღელტეხილზე, სადაც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მოხდა.