„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია თებერვალში იგეგმება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ახალი შეთავაზებით მოვიდნენ. ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა „ლელოსთან“ პოლიტიკურ პარტნიორობას, დოლიძემ განაცხადა, რომ პარტნიორობას ყველასთან აპირებენ, „თუმცაერთი სიით, ერთი ნომრით - არა. მისი თქმით, პარტიას 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებელი ნომერი და სახელი ექნება.