გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დებატებზე პოლიტიკური შეფასებები არ წყდება. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ორივე ექს-პრემიერი რუსეთს ემსახურება, რის გამოც დებატები საზოგადოებისთვის საინტერესო ვერ იქნება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ გახარია-ივანიშვილის დებატების შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულს არაფერს იტყვიან. განსხვავებულია პარტია საქართველოსთვის წევრის - ბერდია სიჭინავას პოზიცია. ის თვლის, რომ დებატები როგორც ქართული ოცნებისთვის, ისე პარტია საქართველოსთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება