ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შემაშფოთებელია და მმართველ პარტიას ანგარიშში გამახვილებული პრობლემების აღმოფხვირსკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით 2023 წელი პოლიტიკურად არამდგრადი წელი იყო და მმართველმა პარტიამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარებას გააუარესებს. ისინი ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ ანგარიშში გამახვილებულ აქცენტებზე მუშაობა უნდა დაიწყოს და გამოასწოროს.