პარლამენტში 2024 წლის საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენით გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 6 თებერვლის სხდომაზე მოუსმენენ. რამდენიმე დღეა პოლიტიკურ სპექტრში დისკუსიაა, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტისთვის პარლამენტის ტრიბუნის დათმობას არ აპირებს. ოპოზიცია ელის, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიში კრიტიკული იქნება და სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას მნიშვნელოვან აქცენტზე გაამახვილებს