ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ტაივანში, ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე, 18,000-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმის მიცემის უფლება 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ჩინ-ტი ითვლება.
„ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტაივანის მიერ ძნელად მოპოვებულ დემოკრატიას წარმოადგენს“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, ლაიმ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან იგი ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს.