აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. უწყების განცხადებით დასანქცირებული სუბიექტები, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გადაცემისა და გამოცდის პროცესში მონაწილეობდნენ. აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას წინ შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება უძღოდა. განცხადება, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას, ასევე, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების შეძენასა და უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას გმობდა.