უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არასაკმარისია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის თქმით, კრემლისთვის დაწესებულმა სანქციებმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და რუსეთის ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა. ბუდანოვის თქმით, თუ სანქციები არ გამკაცრდება რუსეთი ომის გაგრძელებას კიდევ დიდხანს შეძლებს.