„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5, 6 ადამიანი კი დაშავდა. მისი თქმით, „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ. მანამდე, ათმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად, აშშ-ისა და ბრიტანეთის ქმედება ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე განხორციელდა. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათმა თვითმფრინავებმა იემენში, იერიში „ჰუსიტების“ ორ ობიექტზე, აშშ-ის თვითმფრინავებმა კი 12 სამიზნეზე მიიტანეს. ჯო ბაიდენისა და რიში სუნაკის განცხადებით, მომხდარი, „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.