არასამთავრობო სექტორისა და მშობლების ნაწილი განათლების სამინისტროს სკოლებში უფასო და ჯანსაღი საკვების შემოღებას სთხოვს. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით 2022-რ 23 წელს, საქართველოში 2302 სკოლა აღირიცხა, სადაც მოსწავლეთა რაოდენობამ 633 ათასი შეადგინა, ამ სკოლებიდან კი ბუფეტი მხოლოდ 25 %-შია მოწყობილი. სწორედ ამიტომ მოსახლეობის ნაწილი ბოლო პერიოდში საყოველთაო უფასო კვების მოთხოვნით სულ უფრო აქტიურად გამოდის. განათლების მინისტრს ამ მოთხოვნაზე ერთი პასუხი აქვს. ამბობს რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რამდენად შესაძლებელია სკოლებში უფასო კვების დანერგვა ცარო კირვალიძის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ.