მოიწვევს თუ არა მმართველი გუნდი თებერვლამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას- ოპოზიციის ნაწილი კვლავ დაუყოვნებლივ ითხოვს სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას. ხელისუფლების ოპოენენტების მოთხოვნას კი სპეკულაციას უწოდებენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ რომ გრძლევადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა თებერვალში მოხდება. აღნიშნულ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც გარკვეულწილად ოპოზიციიის ნაწილის პოზიციას იზიარებენ.