რუსეთი დღეს სულაც არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ადრე ყველა პირიქით ფიქრობდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ამ სიჩქარით, რუსეთს შეუძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაუძლოს”.
„დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდნენ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას", - განაცხადა ბუდანოვმა.