ხარკოვზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა.
აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვზე გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები. მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აღძრა.