თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გორში ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედრო დათხოვნაში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გუშინ, 11 იანვარს იპოვეს.