პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. საკითხს მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეთავაზებას აბსურდულს უწოდებს. კობახიძის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ გახარიას გუნდის წევრები.