როგორია ცნობიერების დონე სასკოლო დაწესებულებებში2023 წელს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლები ათამდე სკოლის მოსწავლეებსა და „ეკო-კლუბის“ წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემებია: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები და სამომავლო გეგმებიწლის ბოლოს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა დაბა ბაკურიანში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა დაბა ბაკურიანისა და წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს კომპეტენტურ ინფორმაციას მიაწვდის. მიმდინარე წელს, აღნიშნული კამპანიის მასშტაბები გაიზრდება და მთელ საქართველოს მოიცავს.