„ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა.
„ამერიკულ-სიონისტ-ბრიტანული აგრესია იემენის წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს დედაქალაქ სანაზე, ჰუდაიდაზე, საადასა და დამარზე“, - წერს „ჰუსიტების“ ოფიციალური პირი აბდულ ქადერ ალ-მორტადა სოციალირ ქსელში.
თავდასხმებს „ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურეს, რომ იემენში "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა და ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.