კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან "11 წელი ბევრია" და "განახლების დროა"