ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამოყოფილი თანხა,რაც დაახლოებით დაახლოებით 490 ათასი აშშ დოლარია, ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა - კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება. შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ისეთ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ დაფინანსების ნაკლებობას განიცდის, მაგალითად, თავდაცვითი აღჭურვილობის, საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხრივ. მოლდოვისთვის გამოყოფილი სახსრები კი უნდა მოხმარდეს აღჭურვილობის შეძენას, წვრთნას და რეფორმების მხარდაჭერას.