თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავი ზღვის განაღმვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეხვედრას, რომელსაც აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ, სტამბოლში გაიმართა. დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ რუსეთმა უკრაინის სანაპირო ზოლი დანაღმა. ნაღმების ნაწილი კი ნატოს წევრი ქვეყნების წყლებში აღმოჩნდა. ისინი ამჟამად ნაოსნობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ინიციატივა შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერის განცხადებით, შავ ზღვაში მცურავი ნაღმების საფრთხე უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ნაღმების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით სამივე ქვეყანა მჭირდროთ ითანამშრომლებს.