უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. ზელენსკი ლატვიის ხელისუფლების წარმოადგენლებთან შეხვედრებს მართავს. იქამდე კი უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთში იმყოფებოდა, დმიტრო კულებასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია ესტონეთის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდა. პრეზიდენტმა ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან პრესკოფერენციაზე თქვა, რომ ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. მისივე თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიისპირეთში ტურნეს მართავს. თავდაპირველად იგი ლიეტუვის დედაქალაქს, ვილნიუსს ეწვია.