თბილისის მეტროპოლიტენის არსებობა 58 წელს ითვლის. პირველად სატესტო რეჟიმში მატარებელმა 1965 წელს საცდელი რეისი შეასრულა. ერთი წლის შემდეგ კი მეტრომ სრულყოფილად დაიწყო ფუნქციონირება. მიწისქვეშა ტრანსპორტი წლების განმავლობაში გაფართოვდა და დღეს სადგურების რაოდენობა 23-ს შეადგენს. როგორი იყო მეტროპოლიტენის განვითარების ეტაპები და როგორ აფასებენ მოქალაქეები მიწისქვეშა ტრანსპორტს? ამ თემაზე ანა შათირიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გაეცნობით.