თბილისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. სხდომა კლინიკის პალატაში ჩატარდა. "არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მათ შორის მიმალვის საფრთხე. პოზიცია მისი იყო - დაეთანხმა, გრძნობდა რაღაც თავის მორალურ პასუხისმგებლობას, აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია დაცვას", - თქვა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილიმა.