შედგება თუ არა ორი ყოფილი პრემიერის დიდი დებატები. პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა რამდენიმე საკითხი აღიარა. მისი თქმით, მმართველი გუნდის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. რას ამბობს გიორგი გახარია და როგორია საკითხზე შეფასებები, თამაზ მაჭარაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ.