საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა. ელჩი ანე ტოფტ სორენსენი მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვდა. ოფიციალურმა თბილისმა დანიის ელჩისგან განმარტება იმ განცხადების გამო მოითხოვა, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს. ევროპელი დიპლომატიის მიმართ დღეს მწვავე იყო მმართველი პარტიაც. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს რომ ელჩის დაუსაბუთებელი განცხადება მათთვის მიუღებელია. დანიის ელჩის შეხედულება გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა. ვრცლად ამ თემაზე მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.