აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთთან დელიმიტაციას დაელოდება და სამშვიდობო შეთანხმებას გადადებს , მაშინ შეთანხმება, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ალიევმა მეზობელი ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან არსებული სასაზღვრო საკითხებიც მიმოიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მეგობარ სახელმწიფოსთან, საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა, საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, 2012 წელს მოეწერა ხელი, დღემდე 13 წელი გავიდა, ყველა სანიშნე კი ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაცია ბოლომდე არ დასრულებულა. ალიევის განცხადებით, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაფორმდეს.