ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისსა და ცენტრალურ ნაწილში, მაღაზის რაიონში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. თავდაცვის ძალების ცნობით, მაღაზიში, გოლანის დანაყოფის ჯარებმა „ჰამასის“ სამი შეიარაღებული პირი შენიშნეს, რომლებიც გვირაბიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც აღნიშნულ პირებზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ამასთან, ისრაელელმა სამხედროებმა მაღაზიში „ჰამასის“ 8 წევრი შენიშნეს, რომლებიც სკოლისკენ გადაადგილდებოდნენ და ისინი სნაიპერული ცეცხლით გაანადგურეს. პარალელურად კი, პალესტინური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ღაზაში უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. ადამიანებს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე წვდომა არ აქვთ. მილიონზე მეტი პირი ლტოვლილად არის ქცეული.