სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა - Palitra News

სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

2024-01-11 16:04:22+04:00

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. საცხოვრებელი ფართები ამჯერად სიმბოლურ ფასად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული, დედაქალაქის მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.