საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყანაში სადამკვირვებლო მისები დროულად მოიწვიოს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯების არ დგამს. პარტიაში აცხადებენ რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავად მიმართეს.