პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა რამდენიმე საკითხი აღიარა. მისი თქმით, მმართველი გუნდის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. პარტია საქართველოსთვის ლიდერის განცხადებებს ეხმაურება მმართველი პარტია და ოპოზიცია.