2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 399 მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104 561-მა სირიელმა ითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი, ავღანეთი, ერაყი და ირანი იკავებენ. მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარზე პირველადი განაცხადი 8,414-მა ადამიანმა გააკეთა. გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მხოლოდ 0,3% დააკმაყოფილა. სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351 915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.