რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე„ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“ჩატარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით.