საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პარლამენტში ახალი რეზოლუცია წარადგინა. ხატია დეკანოიძისა და თეონა აქუბარდიას განცხადებით, უკრაინაში დაწყებული იმის შემდეგ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციამ და მათი უფლებების დარღვევამ მასშტაბური სახე მიიღო, ამიტომ დეპუტატები მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულზე საკუთარი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.