„დონ კიხოტი“ ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის სათავგადასავლო , სატირული ჟანრის რომანია. წიგნი თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში და ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად ითვლება და მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი, თუ უარყოფითი მხარით.
ნაწარმოების მთავარი გმირი ლამანჩელი აზნაური, ალონსო კეხანა, იგივე დონ კიხოტია, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სარაინდო რომანების კითხვაში გაატარა და საბოლოოდ ისეთ უცნაურ საქმეს განიზრახავს, როგორიც ამქვეყნად არც ერთ გიჟს ფიქრადაც არ მოუვა. წიგნის მთავარი გმირი გადაწყვეტს გახდეს რაინდი , აისხას იარაღი , შეჯდეს ცხენზე და გაემართოს მოგზაურობაში რომლის მიზანიც სახელის მოხვეჭაა. ხიფათითა და ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში წასასვლელად კი დაითანხმებს თანასოფლელ გულუბრყვილო გლეხს , სანჩო პანსას რომელსაც მის პირად საჭურველმტვირთავად ნიშნავს , სანაცვლოდ კი ჰპირდება რომ მომავალში რომელიმე კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს რომელსაც ბედი ხელში ჩაუგდებთ.მიგელ დე სერვანტესი 1547 წელს ალკალა დე ენარესში , კასტილიისა და ლეონის სამეფოში დაიბადა. მისი ცხოვრების მრავალი დეტალი უცნობი და სადავოა, ხოლო მისი ნამუშევრების უმრავლესობა, რომელიც დღემდე შემორჩა, მის გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა.
მიუხედავად მისი შემდგომი პოპულარობისა, სერვანტესის ცხოვრების დიდი ნაწილი უცნობია, მათ შორის მისი სახელი, წარმომავლობა და გარეგნობა. იგი ხელს აწერდა როგორც სერბანტესი, თუმცა მისმა გამომცემლებმა გამოიყენეს სახელი სერვანტესი, რომელიც დამკვიდრდა საზოგადოებაში. ვარაუდობენ, რომ სერვანტესმა დაწერა 20-ზე მეტი პიესა, რომელთაგან მხოლოდ ორმა მოაღწია ჩვენამდე , მისი შემოქმედების დიდი ნაწილი კი დაიკარგა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.