ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით პალიტრანიუსთან გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორმა ისაუბრა. თამარ ზაქუტაშვილის ინფორმაციით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია. მისივე თქმით, 2022 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 5 323 პირის მიმართ დაიწყო. როგორც თამარ ზაქუტაშვილი ამბობს, სახელმწიფო და პროკურატურა ყველა იმ პირის გვერდით დგას, ვინც ძალადობის მსხვერპლია. მისივე განმარტებით, ფემიციდის თავიდან არიდებისთვის საზოგადოების ჩართულობა და ინტერესი მნიშვნელოვანია.