საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესის გადადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სხდომის გადადება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას ემსახურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურამ სხდომა მისი ინტერესების დაცვის საბაბით გადადო, მაშინ, როცა თავად თანახმა იყო, სხდომა გაგრძელებულიყო.