გიორგი გახარია ბიძნა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა ამასთან დაკავშუირებით ვრცელი განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომლის ჩანაწერს თავად პარტია ავრცელებს. გახარია დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ მედია პლატფორმაზე როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ჭრილში. გახარიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებაც შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა იუვანიშვილის მხრიდან ეს იყო იძულებითი ნაბიჯი.