პოლონეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ, დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის დასახლეში დააკავა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თავი პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეს შეაფარეს. მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ანჯეი დუდა პოლიტიკოსების დაპატიმრების პროცესისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. პოლიტიკოსების დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა. კამინსკი და ვასიკი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ისინი 2015 წელს შეიწყალა. გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა, რის შემდეგაც პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.