ერაყის პრემიერ-მინისტრი - ხელისუფლებას ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის  გასვლა სურს - Palitra News

ერაყის პრემიერ-მინისტრი - ხელისუფლებას ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის  გასვლა სურს

2024-01-10 19:26:08+04:00

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს. მისივე თქმით, რეგიონში აშშ-ის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს. ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელების საფრთხე ამ დრომდე არსებობს.