ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს. მისივე თქმით, რეგიონში აშშ-ის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს. ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელების საფრთხე ამ დრომდე არსებობს.