კოსმოსში პირველი მოსავალი აიღეს. კერძოდ, NASA-ს ასტრონავტი ქეით რუბინსია ის პირველი იღბლიოანი ადამიანმა, რომელმაც კოსმოსში პირველი მოსავალი აიღო. ეს კი მიკროგრავიტაციაში საკვების წარმოების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ქეით რუბინსმა ჯამში 20 ერთეული ბოლოკი მოაგროვა, თითოეული ე.წ ფოლგაში შეფუთა და ცივ საცავში მოათავსა. „ნასას“ ცნობით, აღნიშნული პროდუქტი დედამიწაზე მომავალი წლის დასაწყისში გამოიგზავნება. როგორც კენედის კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, სხვადასხვა კულტურების მოყვანა მათ დაეხმარებათ იმის დადგენაში, თუ რომელი მცენარეები იზრდებიან ყველაზე კარგად მიკროგრავიტაციაში, რათა ასტრონავტების ხანგრძლივი მისიის დროს, უზრუნველყონ მათი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება.