კიმ ჩენ ინის განცხადებით, თუ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას ეცდება, ფხენიანი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად სრულ არსენალს გამოიყენებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, ფხენიანი საპასუხო ზომებს მიიღებს. მისივე თქმით, მომავალში ქვეყანა არსებული შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავს.